თავი 4. ფუნქციების გამოყენება

დაჯგუფების ოპერაციები

ფუნქცია MAX

ფუნქციის შედეგია მითითებულ სვეტში მაქსიმალური მნიშვნელობის რიცხვი. ფუნქციის პარამეტრია სვეტის დასახელება.  ფუნქცია არ ითვალისწინებს NULL მნიშვნელობის სტრიქონებს.
 
გამოვავლინოთ ცხრილის tbsaq_mireba  სვეტში sez_fasi  მაქსიმალური მნიშვნელობის რიცხვი
SELECT tbsaq_mireba.saw_nomeri AS[sawyobis nomeri], Max(tbsaq_mireba.sez_fasi) AS [maq SeZenis fasi]
FROM tbsaq_mireba
GROUP BY tbsaq_mireba.saw_nomeri 

ფუნქცია MIN

ფუნქციის შედეგია მითითებულ სვეტში მინიმალური მნიშვნელობის რიცხვი. ფუნქციის პარამეტრია სვეტის დასახელება.  ფუნქცია არ ითვალისწინებს NULL მნიშვნელობის სტრიქონებს.
 
გამოვავლინოთ ცხრილის tbsaq_mireba  სვეტში sez_fasi  მინიმალური  მნიშვნელობის ფასი
SELECT tbsaq_mireba.saw_nomeri AS[sawyobis nomeri], Min(tbsaq_mireba.sez_fasi) AS [min SeZenis fasi]
FROM tbsaq_mireba
GROUP BY tbsaq_mireba.saw_nomeri 

ფუნქცია SUM

     ფუნქციით გამოიანგარიშება მოცემულ სვეტში სტრიქონების (ველების) მნიშვნელობათა ჯამი. ფუნქციით ჯამის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება NULL მნიშვნელობა. ერთროულად შეიძლება გამოანგარიშებულ იქნეს ჯამი რამდენიმე სვეტით 

გამოვიანგარიშოთ საწყობებში არსებული საქონლების რაოდენობა, შეძენის ღირებულება (რაოდენობა * შეძენის ფასი) და რეალიზაციის ღირებულება (რაოდენობა * რეალიზაციის ფასი)
SELECT tbsaq_mireba.saq_nomeri, Sum(tbsaq_mireba.raodenoba) AS [sul raodenoba], Sum([raodenoba]*[sez_fasi]) AS [sul SeZenis Rir-ba], Round(Sum(([tbsaq_mireba]![sez_fasi]*0.2+[tbsaq_mireba]![sez_fasi])*[tbsaq_mireba]![raodenoba]), 2) AS [sul realizaciis Rir-ba]
FROM tbsaq_mireba
GROUP BY tbsaq_mireba.saq_nomeri
ORDER BY tbsaq_mireba.saq_nomeri

ყურადღება
ერთ შეკითხვაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა სტატისტიკური ფუნქცია